Accentnews.ge
მარნეულში მოსახლეობა აქციას მართავს: "შეზღუდვების გამო პროდუქტის რეალიზებას ვერ ვახდენთ და გვიფუჭდება"

მარნეულში მოსახლეობა აქციას მართავს: "შეზღუდვების გამო პროდუქტის რეალიზებას ვერ ვახდენთ და გვიფუჭდება"

22/04/2020 10:39:33 რეგიონები

მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ იმირში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, – იუწყება რადიო "მარბნეული". აქციის მონაწილეების თქმით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პროდუქტის რეალიზებას ვერ ახდენენ და უფუჭდებათ.

“მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვწყვია. რა გავაკეთოთ?!”- ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სახლში 5 ტონა კიტრი აქვს, რომელსაც ვერ ყიდის:

“ოთხი დღეა კიტრი სახლში მაქვს. მისი გაყიდვა მინდა. მერიაში გვეუბნებიან, რომ მანქანა მოვა, თუმცა ჯერ არაფერი არ მოსულა".

საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. მისი თქმით, "დღევანდელ ფორსმაჟორში, რაღაც გაურკვევლობისგან არავინ არ არის დაზღვეული". როგორც მერმა განაცხადა, უკვე შესულია სოფლებში მანქანები და პროდუქციის რეალიზება მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S