
მიტანის სერვისის კურიერებს მანქანით გადაადგილება აეკრძალათ:"კურიერების 30% ვერ იმუშავებს"
22/04/2020 09:47:22 ეკონომიკა
მიტანის სერვისის პროვაიდერი კომპანია Glovo აცხადებს, რომ 22-დან 27 აპრილამდე მანქანით გადადაგილების შეზღუდვა ვრცელდება მათ პარტნიორ კურიერებზეც, რომლებიც სამუშაოდ ავტომობილებს იყენებდნენ.
"პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ ვერ აგრძელებს მუშაობას; შესაძლოა, მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს; ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ; თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ" - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა, 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.