
რა კომპონენტებს მოიცავს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 24 აპრილს განსაჯაროვდება
22/04/2020 09:02:06 ეკონომიკა
24 აპრილს მთავრობა ანტიკრიზისულის გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს წარმოადგენს,– ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა, რომელიც 24 აპრილს განსაჯაროვდება, შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
- პანდემიის კომპენსაციის გეგმა – მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა;
- ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა;
- შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის გეგმა.
"რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმას, ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას და ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის",– დასძინა მეზვრიშვილმა.
პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების საკითხზე მსჯელობენ. მთავრობის წინადადებას პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა.