Accentnews.ge
აშშ–ის ერთ–ერთი შტატი ჩინეთს უჩივის

აშშ–ის ერთ–ერთი შტატი ჩინეთს უჩივის

22/04/2020 07:45:02 მსოფლიო

აშშ-ის მისურის შტატი ჩინეთს უჩივის. მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსია.

როგორც შტატის გენერალური პროკურორი ერიკ შმითი განმარტავს, ოფიციალურმა პეკინმა კორონავირუსი არ შეაჩერა და ის პასუხისმგებელია მილიარდობით დოლარის ეკონომიკურ ზარალზე.

„ჩინეთის მთავრობამ მთელი მსოფლიო მოატყუა კორონავირუსის საშიშროებასთან დაკავშირებით, დაადუმა ისინი, ვინც განგაში ატეხეს და არ შეაჩერა დაავადების გავრცელება. ისინი ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ თავიანთი ქმედებების გამო“,-დასძინა შმიტმა.

ცნობისთვის: კორონავირუსი COVID-19 თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მას შემდეგ მსოფლიო მედიამ და ლიდერებმა არაერთხელ დაადანაშაულეს პეკინი რეალური ინფორმაციის დამალვაში. არსებობს ვერსია, რომ ახალი ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა. ჯანმო კი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ყველა მტკიცებულება ვირუსის ღამურიდან გავრცელებაზე მიუთითებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S