ნიდერლანდებში მასობრივ ღონისძიებები სექტემბრამდე აიკრძალა
22/04/2020 06:02:03 მსოფლიო
ნიდერლანდებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
„მესმის, რომ მოთმინება იწურება, თუმცა ზომების სწრაფმა შემსუბუქებამ, შესააძლოა, ვირუსს მისცეს საშუალება, კვლავ პიკს მიაღწიოს”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.
რაც შეეხება ბიზნესსს, დაწესებული შეზღუდვები 20 მაისამდე გახანგრძლივდა, სკოლის მოსწავლეები კი სკოლაში სიარულს 11 მაისიდან დღეგამოშვებით განაახლებენ, ანუ ნახევარი ერთ დღეს, ხოლო მეორე ნახევარი – მეორე დღეს.
ცნობისათვის: ნიდერლანდებში კორონავიუსის 34 134 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 3 914 ადამიანი.


