Accentnews.ge
აშშ-ში იმიგრაციაზე დაწესებული აკრძალვა მხოლოდ "მწვანე ბარათის" მოპოვების მსურველებს შეეხებათ

აშშ-ში იმიგრაციაზე დაწესებული აკრძალვა მხოლოდ "მწვანე ბარათის" მოპოვების მსურველებს შეეხებათ

22/04/2020 05:49:08 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრაცია 60 დღით შეჩერდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განმარტებით, შეზღუდვა მხოლოდ მუდმივი ბინადრობის უფლების ანუ "მწვანე ბარათის" მოპოვების მსურველებს შეეხებათ. შესაბამისი განკარგულება, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. შტატების პრეზიდენტმა იმიგრაციის დროებით შეჩერება გუშინ "ტვიტერში" პირად გვერდზე დააანონსა. გადაწყვეტილების მიზეზად "კორონავირუსის პანდემია და ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვა" სახელდება.

მწვანე ბარათის (DV) პროგრამა 1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა, რომელიც ყოველწლიური გათამაშების გზით 55 000 საიმიგრაციო ვიზის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S