თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 259-ს მიაღწია
21/04/2020 19:32:38 მსოფლიო
დღე–ღამის განმალობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით 119 ადამიანი გარდაიცვალა და 4 611 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავდებით 2 259 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 95 591, გამოჯანმრთელებულია 14 918.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


