Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება

21/04/2020 16:49:53 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

„ოქსფორდის უნივერსისტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის ChAdOx1 nCoV-19 ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათს დაიწყება. ჩვენ ყველა რესუსს გამოვიყენებთ ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად. მთავრობა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავს ოქსფორდის გუნდს, რათა ვაქცინების კლინიკური გამოცდა გაგრძელდეს", – განაცხადა ჰენკოკმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში "COVID-19"–მა 170 552 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 480 000–ს გადააჭარბა, 653 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S