Accentnews.ge
ზუგდიდელი მეწარმე სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს

ზუგდიდელი მეწარმე სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს

21/04/2020 14:15:15 რეგიონები

ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა, რომელსაც ცაიშში კიტრის სათბურები აქვს, მოსავალს უფასოდ სოციალურად დაუცველებს გადასცემს, - იუწყება "livepress".

მეწარმე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, ვერ ახდენს კიტრის რეალიზაციას და ის მზადაა მთელი მოსავალი სოციალურად დაუცველებს გადასცეს უანგაროდ.

„პროდუქტს, ძირითადად რესტორნებსა და სასტუმროებში ვაბარებდი, კიტრი შარშან ამ დროს 12 ლარი ღირდა. პანდემიის გამო, ეს ობიექტები რომ დაიხურა, შემდეგ დეზერტირების ბაზარში ვაბარდებდით 4 ლარად, მაგრამ უკვე ესეც შეუძლებელი გახდა და მირჩევნია ხალხს მივცე. პროდუქტის ნაწილი ნაცნობებში დავარიგე, 1 ტონამდე მოსავალი კიდევ არის. მზად ვარ გადავცე იმას, ვინც ახლა უმუშევრად დარჩა და საკვები პროდუქტების შეძენა უჭირს“, - განაცხადა გიორგი გერგედავამ.

მეწარმე საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელებაში დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს:

„ოფიციალურად მივმართავ ზუგდიდის მერიას ამ დღეებში, რომ დამეხმაროს ტრანსპორტით, პროდუქციის დარიგებაში“.

გიორგი გერგედავა აცხადებს, რომ მოსავლის უფასოდ დარიგებას, პანდემიის დასრულებამდე გააგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S