Accentnews.ge
"იაპონიაში საზოგადოებრივმა დისტანციამ კორონავირუსის გავრცელება 80%-ით შეამცირა"

"იაპონიაში საზოგადოებრივმა დისტანციამ კორონავირუსის გავრცელება 80%-ით შეამცირა"

21/04/2020 12:37:21 მსოფლიო

იაპონიაში საზოგადოებრივი დისტანციის შესახებ რეგულაციების შემოღებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები 80%-ით შეამცირა,- ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც სინზო აბე ამბობს, თუ მოქალაქეები თვითიზოლაციის პროცესის დასრულებას ნაადრევად შეეცდებიან, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზრდება.

"ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას თხოვნით, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ ერთმანეთთან კონტაქტი, ჩვენი მიზანი იყო ამ გზით კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-დან 80%-მდე შეგვემცირებინა, რაც გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც, თუმცა კვლავ რჩება ადგილები, სადაც ეს დისტანცია კვლავ დაუცველია. მოვუწოდებ კომპანიებს, საწარმოებს, ყველას, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ პირობის პირნათლად შესრულება, რაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას კვლავ შეამცირებს," - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის: იაპონიაში 11 000 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, ლეტალურად 263 შემთხვევა დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S