Accentnews.ge
გაერო: „კორონავირუსის გამო მსოფლიოში შესაძლოა, მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაორმაგდეს“

გაერო: „კორონავირუსის გამო მსოფლიოში შესაძლოა, მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაორმაგდეს“

21/04/2020 12:15:55 მსოფლიო

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოში შესაძლოა, მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაორმაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP ) ავრცელებს.

მისივე ცნობით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო 265 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.

„საჭიროა შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ გატარება , რათა ამ მწვავე რეალობის წინაშე არ დავდგეთ. Covid-19 მილიონობით ადამიანს კატასტროფის წინაშე დააყენებს. მსოფლიომ ერთობლივად უნდა იმოქმედოს, რათა გადავარჩინოთ ხალხი შიმშილით სიკვდილს“, – აცხადებენ WFP–ში.

ცნობისთვის: პანდემიის გამო მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფოში ეკონომიკის ზრდის შემცირებას პროგნოზირებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე–პრეზიდენტის განცხადებით, სებ მოელის, რომ 2020 წელს ფულადი გზავნილები 30%–ით და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 60%–ით შემცირდება.

"ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისთვის, განვითარებულ ქვეყნებში არის ეკონომიკის ზრდის დაახლოებით 6%–იანი შემცირება, განვითარებად ქვეყნებში არის 1%. საქართველოს შემთხვევაში ეს არის მინუს 4%, რაც ჩვენს პროგნოზს ემთხვევა. 2021 წელს კი ჩვენ მოველით რომ იქნება 4%–იანი ზრდა. 2020 წელს ჯამურად ჩვენ მოველით, რომ ფულადი გზავნილები დაახლოებით 30%–ით შემცირდება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – დაახლოებით 60%–ით, იმპორტი –20%–ით და დაახლოებით 24%–ით – ექსპორტის შემოსავლები, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გვაძლევს ეკონომიკის 4%–იან შემცირებას", – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S