Accentnews.ge
ჯანმო: "სადღეისოდ არსებული ყველა მტკიცებულებით, Covid-19 ღამურებიდან წარმოიშვა"

ჯანმო: "სადღეისოდ არსებული ყველა მტკიცებულებით, Covid-19 ღამურებიდან წარმოიშვა"

21/04/2020 11:40:27 მსოფლიო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) პრეს-სპიკერის ფადელა ჩაიდის განცხადებით, სადღეისოდ არსებული ყველა მტკიცებულების თანახმად, ახალი კორონავირუსი ღამურებიდან წარმოიშვა.

„ყველა მტკიცებულება, რომელიც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი მანიპულირება ან წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა“,- აღნიშნა ჩაიბმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: 20 აპრილს გერმანიამ ჩინეთს მოუწოდა, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამომწვევ მიზეზებს ნათელი მოჰფინოს.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრმა გერდ მიულერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო კრიზისის ფონზე ჩინეთმა უნდა აჩვენოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. განსაკუთრებით, ვირუსის წარმოშობით საკითხთან დაკავშირებით“.

მანამდე ამერიკულმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი იყო.

ვირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. აშშ–ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ თუ ჩინეთმა განზრახ დამალა ვირუსის შესახებ მონაცემები, მაშინ პეკინმა პასუხი უნდა აგოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S