Accentnews.ge
ტრამპმა მინსკს 12 წლის განმავლობაში პირველი ელჩის კანდიდატურა შესთავაზა

ტრამპმა მინსკს 12 წლის განმავლობაში პირველი ელჩის კანდიდატურა შესთავაზა

21/04/2020 10:17:21 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბელარუსში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა შეარჩია.

ჯული ფიშერი ამჟამად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მიმართულებით.

ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება 2000-იან წლებში გაუარესებული ორმხრივი ურთიერთობების დათბობის კიდევ ერთ სიგნალად იქცა.

ჯული ფიშერი ასევე იკავებდა თანამდებობებს ნატო-ში, მუშაობდა რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში. ახლა მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ჯერ-ჯერობთ გაურკვეველია, როდის გაიმართება მოსმენები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში.

აშშ-ს ბელარუსში ელჩი 2008 წლიდან არ ჰყოლია, როცა ლუკაშენკომ გამოსცა ბრძანება ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიური შტატის შემცირების თაობაზე. ამას ვაშინგტონის მიერ მინსკის მიმართ სანქციების დაწესება უძღოდა წინ, რომელიც, თავის მხრივ, ბელარუსში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გამო შემოიღეს. გასული წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მინსკში ჩასვლა 1994 წლიდან ქვეყანაში ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველ ვიზიტად იქცა. პომპეო პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია ორმხრივი კავშირების განმტკიცებით. აღნიშნა რა, რომ ვაშინგტონი კვლავინდებურად მომხრეა ბელარუსში სამოქალაქო უფლებების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების, პომპეომ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს ეკონომიკური კონტაქტების განვითარებას, ბელარუსში ამერიკული ნავთობის ექსპორტის ჩათვლით, იმ პირობებში, როცა მინსკს მოსკოვთან ენერგომიწოდების სფეროში ფასთან დაკავშირებული დავა აქვს. ბელარუსის ლიდერს ასევე არაერთგზის წაუყენებია კრემლისთვის ბრალდება ზეწოლის მცდელობის თაობაზე, რათა ბელარუსს რუსეთთან მეტი ინტეგრაცია აიძულოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S