"2019 წელს მსოფლიოში სიკდვილით 697 ადამიანი დასაჯეს"
21/04/2020 09:11:07 მსოფლიო
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს. მონაცემებში ორგანიზაცია სხვადასხვა მთავრობების ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ რეალურად სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მაგალითად, „ამნესთი ინთერნეიშენალში“ ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ჩინეთში სიკვდილით ათასობით ადამიანი დასაჯეს, თუმცა პეკინი ორგანიზაციას მონაცემებს არ აწვდის.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, შარშან ირანში სასჯელის აღნიშნული ზომა 251 ადამიანის მიმართ აღასრულეს. ოთხ შემთხვევაში პატიმარი 18 წლის იყო. საუდის არაბეთში სიკვდილით 184 ადამიანი დასაჯეს.
„სიკვდილით დასჯა“ ადამიანის ძირითად უფლებების დარღვევაა და ეს სასჯელი მსოფლიოში უნდა გაუქმდეს“, – აცხადებენ „ამნესთი ინთერნეიშენალში“.


