WHO–ს თანამშრომელი, რომელსაც მიანმარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო მასალები გადაჰქონდა, მოკლეს
21/04/2020 08:41:41 მსოფლიო
მიანმარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანამშრომელი, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ახალი კორონავირუსის გამოსავლენი სამედიცინო მასალები მიჰქონდა, მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიანმარში მდებარე გაერო–ს ოფისი ავრცელებს.
მისივე ცნობით, WHO–ს თანამშრომლის მანქანაზე თავდასხმა ქალაქ მინბიაში განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას აუღია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მიანმარში ახალი კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 119, გამოჯანმრთელებულია 7.


