მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 170 000–ს გადააჭარბა
21/04/2020 08:12:24 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 170 000–ს გადააჭარბა. დაავადებამ ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–სა და იტალიაში იმსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში "COVID-19"–მა 170 552 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 480 000–ს გადააჭარბა, 653 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


