გაერო–ს რეზოლუცია: კორონავირუსის ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს
21/04/2020 07:52:14 მსოფლიო
გაეროს წევრმა ქვეყნებმა გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინაზე, რომელსაც მომავალში მიიღებენ, თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს.
რეზოლუციის თანახმად, როგორც კი მოხდება ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შემუშავება, ის ყველასთვის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, დროულად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს თანამშრომლობისკენ.
ცნობისთვის: ეს უკვე მეორე რეზოლუციაა, რომელიც გაერომ პანდემიის არსებობის მანძილზე მიიღო. პირველი რეზოლუციით, ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს ასევე ურთიერთანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.


