Accentnews.ge
იტალია შეზღუდვების მოხსნას მაისიდან გეგმავს

იტალია შეზღუდვების მოხსნას მაისიდან გეგმავს

21/04/2020 07:38:30 მსოფლიო

იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.

„ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან... მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს“,-აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის: იტალიაში კორონავირუსის 181228 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ვირუსს ყველაზე მეტი, 24114 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ გუშინ იტალიაში ბოლო თვის მანძილზე ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S