Accentnews.ge
ბიბილოვი: “NATO საქართველოს სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფს, თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს“

ბიბილოვი: “NATO საქართველოს სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფს, თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს“

10/06/2019 08:04:17 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, NATO საქართველოს სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფს, თუმცა ეს მას არ აშინებს. 

„ჩვენ საქართველოს მეზობლად აღვიქვამთ და მასთან ურთიერთქმედების სურვილი გვაქვს, თუმცა საპასუხო სურვილს ვერ ვხედავთ. 2008 წლიდან გამუდმებით მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას, თუმცა სამწუხაროდ, ამას დრომდე ვერ მივაღწიეთ და ეს გვაშფოთებს. გვაშფოთებს ის, რომ NATO საქართველოს იარაღით, ამუნიციითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფს ეს გვაშფოთებს , თუმცა არ გვაშინებს.სადღეისოდ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა“, – განაცხადა ბიბილოვმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S