ისტორიაში პირველად, WTI-ს მარკის ნავთობის ფასი 0$-ს ჩამოსცდა
21/04/2020 06:33:53 მსოფლიო
ისტორიაში პირველად, WTI-ს მარკის ნავთობის ფასი 0$-ს ჩამოსცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველები პირიქით უხდიან მყიდველებს, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებენ.
WTI-ს [West Texas Intermediate] მარკის ნავთობი, აშშ-ში, ტექსასში წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა. ამ მარკის ნავთობზე ფასის დაცემა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია იმის შესახებ, რომ კონკრეტულად ამ სახეობის ნავთობის შემნახველი საწყობები შესაძლოა, უახლოეს კვირებში გადაივსოს.
ნავთობის ფასის ასე დაცემა კორონავირუსის კრიზისის გამო მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ და OPEC+-ის შეთანხმების ჩაშლამ გამოიწვია.


