Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორნავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იმატებს

საქართველოს სამეზობლოში კორნავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იმატებს

21/04/2020 06:21:54 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში კორნავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია. ბოლო 24 საათში დაავადებით 4674 ადამიანი დაინფიცირდა. დაახლოებით ერთი კვირაა, სწრაფად იმატებს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რუსეთშიც. ბოლო 24 საათში Covid-19 4268 ადამიანს დაუდასტურდა. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, ბოლო 2 კვირაა, ამ ქვეყნებში დადასტურებული შემთხვევები დღეში საშუალოდ 40–ით იზრდება.

  • თურქეთი: 90 980 ინფიცირებული, 2140 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1436 ინფიცირებული, 19 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1339 ინფიცირებული, 22 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 47 121 ინფიცირებული, 405 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 170 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 480 000–ს გადააჭარბა, 653 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S