მოსკოვში სოცმუშაკებმა პაციენტი ეზოში დატოვეს – ქალი გარდაიცვალა
20/04/2020 14:11:50 მსოფლიო
მოსკოვში სოციალურმა მუშაკებმა 48 წლის პაციენტი, რომელსაც პნევმონია და ცეროზი ჰქონდა, საკუთარი სახლის ეზოში მიატოვეს. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, ქალი 17 აპრილს პნევმონიით საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა 19 აპრილს ის სახლში გაურკვეველი მიზეზით გაწერეს.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს. რომ ქალი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან სპეციალური ეკიპირებით შემოსილმა პირებმა მიიყვანეს და მიატოვეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.


