კვლევა: კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხო ქვეყნები
20/04/2020 13:35:16 მსოფლიო
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ისრაელი დასახელდა. კვლევას გამოცემა Express ფონდ Deep Knowledge Group (DKG) ექსპერტებზე დაყრდნობით აქვეყნებს
კვლევის თანახმად, ისრაელის ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ქულა სახელმწიფო მმართველობისთვისა და კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთვის მიიღო.
„ის, რომ ისრაელი ლიდერია, არ არის გასაკვირი, რადგან ქვეყანა მუდმივი კრიზისის პირობებშია და აქვს საზღვრების ჩაკეტვის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დიდი გამოცდილება“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.
კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა გერმანია, რომელმაც ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს. მესამე ადგილი უჭირავს სამხრეთ კორეას, შემდეგი ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ტაილანდს, სინგაპურს, იაპონიას.


