საფრანგეთის პრემიერი: "ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება"
20/04/2020 09:49:38 მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტის განცხადებით, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება.
"ქვეყანამ პიკი გადაირა, თუმცა ეს შვების საფუძველს არ იძლება. იმის წარმოდგენა, რომ მდგომარეობა უმჯობესდება შეცდომაა“,- განაცხადა ედუარდ ფილიპემ.
ცნობისთვის: საფრანგეთი 11 მაისიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს, თუმცა სამი მთავარი პრინციპი, სოციალური დისტანცირება, მასშტაბური ტესტირებები და ინფიცირებულთა იზოლაცია კვლავ ძალაში რჩება.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19–ით 152 000–ზე მეტი ადამიანი დაინფიცირებული. ბოლო 3 დღეა, ქვეყანაში დაავადების ახალი შემთხვევები მცირდება.


