ისრაელში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ნიღბებითა და დისტანციის დაცვით გამართეს
20/04/2020 09:14:49 მსოფლიო
ესრაელში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დისტანციის დაცვით გამართეს. როგორც ებრაული მედია იუწყება, რაბინის მოედანზე შეკრებილებმა ათასობით მოქალაქემ "ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მმაღთველობის დროს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა" გააპროტესტა.
პანდემიის გამო აქციის მონაწილეები 2–მეტრიან დისტანციას იცავდნენ და ნიღბებიც ეკეთათ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელში შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა საპროტესტო აქციების გამართვა დასაშვებია, თუ მისი მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და ნიღბებს ატარებენ.
ცნობისთვის: ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციას ედავებიან და მის წინააღმდეგ ამჟამად 3 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


