აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვს მენინგოენცეფალიტი განუვითარდა და გარდაიცვალა
20/04/2020 09:01:59 მსოფლიო
აშშ–ში, მიჩიგანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვს მენინგოენცეფალიტი განუვითარდა და გარდაიცვალა.
5 წლის სკაილარ ჰერბერტის მშობლების განცხადებით, ბავშვს დაახლოებით 1 თვის წინ გაუსაძლისი თავის ტკივილები დაეწყო. მოგვიანებით სკაილარს COVID-19 დაუდასტურდა.
„სკაილერს მანამდე ჯანმრთელობის არანირი პრობლემა არ ჰქონდა. 3 აპრილს დავაწვინეთ საავადმყოფოში. მას განუვითარდა მენინგოენცეფალიტი, კორონავირუსის იშვიათი გართულების ფორმა, რამაც მისი ტვინის უჯრედების კვდომა გამოიწვია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იგი მართვით სუნთქვაზე იყო და კვირას გარდაიცვალა“, – აცხადებენ ბავშვის მშობლები.
მიჩიგანის შტატში ეს ბავშვის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 000–ს გადააჭარბა, ინფიცირებულია 700 000–ზე მეტი.


