Accentnews.ge
24 საათში უკრაინაში კორონავირუსის 200–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

24 საათში უკრაინაში კორონავირუსის 200–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

20/04/2020 07:26:27 მსოფლიო

უკრაინაში „კოვიდ-19“-ით გუშინდელთან შედარებით 80-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში აღრიცხულია ახალი კორონავირუსის 261 შემთხვევა. ჯამში უკრაინაში ინფექცია 5 710 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გარდაიცვალა 10 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 12. საავადმყოფოში რჩება 1 910 ადამიანი, მათ შორის 91 ბავშვია. 3 800 პაციენტი სახლებში, თვითიზოლაციაში მკურნალობს.

სულ უკრაინაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებებით 151 ადამიანი დაიღუპა. ინფექცია დაძლია 359-მა პაციენტმა.

გარდაცვლილებს შორის 80 მამაკაცი და 71 ქალია. მათი 80 პროცენტი 50 წელს გადაცილებული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S