Accentnews.ge
იაპონიის მთავრობა პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ სექს– მუშაკებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს

იაპონიის მთავრობა პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ სექს– მუშაკებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს

20/04/2020 06:44:54 მსოფლიო

იაპონიის მთავრობა პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ სექს– მუშაკებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის სპეციალური პაკეტი მოამზადა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 108 ტრილიონ იენს ანუ 989 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ირკვევა, მთავრობის ხსენებული ნაბიჯი სექს–მუშაკებს ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 7 აპრილს შემოიღო. შემზღუდველი ზომები 7 მაისამდეა ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში ახალი კორორნავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში Covid-19-მა 236 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 10 797, გამოჯანმრთელებულია 1159.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S