Accentnews.ge
აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 000–ს გადააჭარბა

აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 000–ს გადააჭარბა

19/04/2020 19:37:03 მსოფლიო

აშშ–ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 000–ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 40 109 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 755 162, გამოჯანმრთელებულია 68 822.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 160 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 330 000–ს გადააჭარბა, 600 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S