Accentnews.ge
ნიუ–იორკში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა

ნიუ–იორკში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა

19/04/2020 19:32:50 მსოფლიო

ნიუ–იორკში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. ბოლო 24 საათში შტატში Covid-19-მა 507 ადამიანი იმსხვერპლა, გუშინ – 540. ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, მცირდება იმ პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ.

გუბერნატორ ენდრიუ კუამოს განცხადებით, შტატში ეკონომიკის სწრაფმა გახსნამ შესაძლოა, შემთხვავათა მატება კვლავ გამოიწვიოს.

ბოლო მონაცემებით, შტატში Covid-19-მა10 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 160 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 330 000–ს გადააჭარბა, 600 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S