Accentnews.ge
მე–3 დღეა, იტალიასა და ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები მცირდება

მე–3 დღეა, იტალიასა და ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები მცირდება

19/04/2020 18:52:53 მსოფლიო

დღე –ღამის განმავლობაში იტალიასა და ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

ბოლო 24 საათში იტალიაში COVID-19–ით 433 ადამიანი გარდაიცვალა, 18 აპრილს – 525, 17 აპრილს – 575. რაც შეეხება ესპანეთს, დღეს კორონავირუსით 410, 18 აპრილს – 565, 17 აპრილს – 585.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანაში დაავადების შემთხვევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკლებს და შემდეგ ისევ იმატებს. ამჟამად, ბოლო 3 დღეა, რაც ესპანეთსა და იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები შედარებით შემცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში Covid-19-ით 23 660 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 178 972, გამოჯანმრთელებულია 47 055. ესპანეთში კი 20 454 გარდაიცვალა, ინფიცირებულია 195 944, გამოჯანმრთელებულია 77 357.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 160 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 330 000–ს გადააჭარბა, 600 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S