
მარტინ კლუსი: „სლოვაკეთი ცხინვალის დე ფაქტო არჩევნებს არ სცნობს“
10/06/2019 06:30:04 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
სლოვაკეთის პარლამენტის წევრის განცხადებით, სლოვაკეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არ სცნობს.
„სლოვაკეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. დროა, შევახსენოთ რუსეთს, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს მარტინ კლუსი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ევროკავშირმა და რიგმა ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის ლიეტუვამ, ესტონეთმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართული დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები დაგმეს და განაცხადეს, ევროპა ამ დე ფაქტო არჩევნებს არასოდეს აღიარებს.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში "არჩევნები" გუშინ გაიმართა. დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით,არჩევნებში მმართველი ძალამ "Единая Осетия" გაიმარჯვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა.
საარჩევნო დღეებისთვის ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა, იგი ხვალ, დილის 6 საათიდან გაიხსნება.