თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა
19/04/2020 18:12:52 მსოფლიო
თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში თურქეთში Covid-19-ით 127 ადამიანი გარდაიცვალა და 3 977 დაინფიცირდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებით თურქეთში 2017 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 86 306, გამოჯანმრთელებულია 11 976. რაც შეეხება ჩინეთს, ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-ით 4632 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 82 735, გამოჯანმრთელებულია 77 062.
არაოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები გაცილებით მაღალია და ხელისუფლება რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 160 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 330 000–ს გადააჭარბა, 600 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


