სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა
19/04/2020 10:23:25 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა. განკურნებულ პაციენტებს დაავადება საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ 14–დღიანი კარანტინის პერიოდში დაუდგინდათ.
ამ ეტაპზე ექსპერტები ვერ ასახელებენ მომხდარის მიზეზს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს შესაძლოა, ტესტირების დროს დაშვებულ შეცდომას უკავშირდებოდეს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 160 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 330 000–ს გადააჭარბა, 600 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


