Accentnews.ge
ესპანეთსა და იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა

ესპანეთსა და იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა

18/04/2020 18:20:26 მსოფლიო

დღე –ღამის განმავლობაში ესპანეთსა და იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა.

ბოლო 24 საათში ესპანეთში COVID-19–ით 565 ადამიანი გარდაიცვალა და 3658 დაინფიცირდა, გუშინ კი 585 დაიღუპა და 5 252 დაინფიცირდა.

რაც შეეხება იტალიას, დღეს კორონავირუსით 525 დაიღუპა და 3 491 დაინფიცირდა, გუშინ კი 575 ადამიანი გარდაიცვალა და 3786 დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანაში დაავადების შემთხვევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკლებს და შემდეგ ისევ იმატებს. ამჟამად, ბოლო 2 დღეა, რაც ესპანეთსა და იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები შედარებით შემცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში Covid-19-ით 23 227 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 175 925, გამოჯანმრთელებულია 44 927. ესპანეთში კი 20,043 გარდაიცვალა, ინფიცირებულია 191 726, გამოჯანმრთელებულია 74 797.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 154 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 250 000–ს გადააჭარბა, 575 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 385 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S