Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კორონავირუსით რუსეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში კორონავირუსით რუსეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

18/04/2020 17:51:21 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით რუსეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 4 785 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა. რაც შეეხება იტალიას, Covid-19-ით 482 ადამიანი დაიღუპა და 3 491 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, დაავადებით რუსეთში 313 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 36 793, გამოჯანმრთელებულია 3 057. რაც შეეხება იტალიას, Covid-19-ით 23 227 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 175 925, გამოჯანმრთელებულია 44 927.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები გაცილებით მაღალია და ხელისუფლება რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 154 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 250 000–ს გადააჭარბა, 575 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 385 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S