Accentnews.ge
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა

18/04/2020 17:43:28 მსოფლიო

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში თურქეთში Covid-19-ით 121 ადამიანი გარდაიცვალა და 3 783 დაინფიცირდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებით თურქეთში 1 890 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 82 329, გამოჯანმრთელებულია 10 453. რაც შეეხება ირანს, ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-ით 5 031 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 80 868, გამოჯანმრთელებულია 55 987.

არაოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები გაცილებით მაღალია და ხელისუფლება რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 154 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 250 000–ს გადააჭარბა, 575 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 385 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S