Accentnews.ge
COVID-19-მა რუსი დეპუტატი იმსხვერპლა

COVID-19-მა რუსი დეპუტატი იმსხვერპლა

18/04/2020 15:25:12 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსმა რუსი დეპუტატი, 63 წლის ივან ჟუკოვი იმსხვერპლა, - იუწყებიან რიგ რუსული მედიასაშუალებები.

მათივე ცნობით, ჟუკოვი ბოლო პერიოდში მოსკოვის საკრებულოში მმართველი მარტია “ერთიანი რუსეთის” ფრაქციის ხელმძღვანელი იყო, ჯამში კი მისი კარიერა 20-წლიან დეპუტატობას ითვლის.

ჟუკოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა სახელმწიფო სათათბიროს ვებ-გვერდზეც არის გამოქვეყნებული, თუმცა მიზეზები და თარიღი არ კონკრეტდება. რიგი მედიასაშუალებები და მოსკოვის იმ რაიონის ხელმძღვანელი კი, რომელშიც ჟუკოვი იყო რეგისტრირებული, იუწყებიან, რომ გარდაცვალებამდე მას ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვის ოლქში COVID-19-ით 40 ადამიანია გარდაცვლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S