იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
17/04/2020 16:40:17 მსოფლიო
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში 575 ადამიანი გარდაიცვალა და 3786 დაინფიცირდა. 16 აპრილს ქვეყანაში Covid-19-ით 525 ადამიანი დაიღუპა და 3 786 დაინფიცირდა, 15 აპრილს კი 578 დაიღუპა და 2 667 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–მა 22 745 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 172 434, გამოჯანმრთელებულია 40164.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


