Accentnews.ge
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  78 000–ს გადააჭარბა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  78 000–ს გადააჭარბა

17/04/2020 15:57:45 მსოფლიო

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 78 000–ს გადააჭარბა.

დღე–ღამის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით 126 ადამიანი გარდაიცვალა და 4 353 დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 1769 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 78 546, გამოჯანმრთელებულია 8 631.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S