
ჩინეთში მაღარო ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
10/06/2019 04:09:39 სხვა, მსოფლიო
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირინის პროვინციაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 10 ადამიანი.
ავარია ქალაქ ჩანჩუნთან, ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
მაღაროს ჩამონგრევამ 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. ავარიის შედეგად მაღაროელები მიწისქვეშ აღმოჩნდნენ ბლოკირებულები.
ამ დროისთვის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.