ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით მარტო ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
17/04/2020 13:02:06 მსოფლიო
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მარტო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გარდაიცვალა 5 პაციენტი, მათგან სამი – დაღესტანში, თითო-თითო – ადიღესა და ყალმუხეთში.
ყველაზე მეტი – 59 ახალი შემთხვევა დაღესტანში დაფიქსირდა.
ცნობისთვის: გუშიმ მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით COVID-19-ის 206 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული.


