Accentnews.ge
რუსეთში მიყოლებით მე-6 დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული მატება ფიქსირდება

რუსეთში მიყოლებით მე-6 დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული მატება ფიქსირდება

17/04/2020 12:45:36 მსოფლიო

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიციფებულთა რაოდენობა ჯამურად 32007-ს აღწევს, - იუწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობამ 4069 შეადგინა, რაც ახალი რეკორდული მონაცემია, გარდაიცვალა 41 პაციენტი, რაც ასევე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. სულ კი ეპიდემიის დაწყების დღიდან გარდაცვლილია 273 და გამოჯანმრთენებულია 2590 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა – ერთი კვირის წინ რუსეთს სულ 11 917 დაავადებული ჰყავდა.

ქვეყანაში აღარ დარჩა არც ერთი რეგიონი, რომელსაც პანდემია არ შეჰხებია. ყველაზე მეტი ინფიცირებული მოსკოვშია.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S