Accentnews.ge
«აეროფლოტმა» საერთაშორისო რეისებზე ბილეთების გაყიდვა აგვისტომდე შეაჩერა

«აეროფლოტმა» საერთაშორისო რეისებზე ბილეთების გაყიდვა აგვისტომდე შეაჩერა

17/04/2020 12:43:29 მსოფლიო

რუსულმა "აეროფლოტმა" საერთაშორისო რეისებზე ბილეთების გაყიდვა 1 აგვისტომდე შეაჩერა. მანამდე ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებული იყო შეთავაზებები რეისებზე, რომლებიც 30 აპრილის შემდეგ უნდა შესრულებულიყო.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად რუსეთის ხელისუფლებამ 27 მარტიდან საერთაშორისო სამგზავრო ავიაგადაზიდვები შეწყვიტა. ამ დროისთვის მხოლოდ უცხოეთიდან რუსეთის მოქალაქეების საევაკუაციო რეისები სრულდება. საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს.

მანამდე, აპრილში “აეროფლოტმა” რუსეთის შიგნით ფრენების რაოდენობა შეამცირა, რაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოთხოვნის ვარდნას დაუკავშირა. ფრენების სიხშირე 60-ზე მეტი მიმართულებით შემცირდა.

გარდა ამისა, 1 აპრილიდან ფრენა სრულად შეწყვიტა ავიაკომპანია "Победа"-მ, რომელიც “აეროფლოტის”ჯგუფში შედის.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატანტების ასოციაციამ მოითვალა, რომ უცხოეთში ფრენებზე შეზღუდვის გამო რუსული ავიაკომპანიები დღე-ღამეში არანაკლებ 500 მლნ რუბლს კარგავენ.

პრეზიდენტი პუტინი ავიაკომპანიების მხარდასაჭერად 23 მილიარდი რუბლის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში გაუქმებულია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ავიარეისების დიდი ნაწილი. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, მიწაზეა დაშვებული სამოქალაქო ხომალდების მსოფლიო ფლოტის არანაკლებ მესამედისა.

საქართველოში საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 10 მაისამდეა გახანგრძლივებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S