
“კარფურის” ორი ჰიპერმარკეტი მუშაოებას დროებით აჩერებს
17/04/2020 12:25:01 ეკონომიკა
კომპანია “კარფურის” ორი ჰიპერმარკეტი “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირებას 22 აპრილამდე აჩერებს,– ამის შესახებ „კარფური“ იუწყება და გადაწყვეტილების საფუძვლად მთავრობის მიერ მიღებულ ახალ ზომებს ასახელებს. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება.
„მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია. ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო კარფურის ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში, აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ კარფურის თავდადებულ გუნდს, რომლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად უდგას გვერდით არა მარტო კომპანიას, არამედ მთელს ქვეყანას. ასევე, მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია“,– აცხადებენ კარფურში.