Accentnews.ge
ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

17/04/2020 11:27:03 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 585 ადამიანი დაიღუპა და 5 252 დაინფიცირდა. გუშინ კი Covid-19-ით 551 ადამიანი დაიღუპა და 5 183 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 19 315 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 184 948, გამოჯანმრთელებულია 74 797.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S