Accentnews.ge
გერმანიაში ბოლო 6 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში ბოლო 6 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

17/04/2020 07:06:50 მსოფლიო

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათში Covid-19–ით 3 380 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ბოლო 6 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება დაავადებით სიკვდილიანობას, დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 299 ადამიანი დაიღუპა.

16 აპრილს დაავადებამ 315 ადამიანი იმსხვერპლა და 2 866 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 4052 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 137 698, გამოჯანმრთელებულია 81 800

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S