Accentnews.ge
სასულიერო პირს რელიგიური რიტუალის შემდეგ ბრალი არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს

სასულიერო პირს რელიგიური რიტუალის შემდეგ ბრალი არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს

17/04/2020 05:59:31 მსოფლიო

ინდოეთში მუსლიმური სემინარიის „ტაბლიგი ჯამაათის“ ხელმძღვანელს რელიგიური რიტუალის შემდეგ ბრალის არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენეს.

როგორც პოლიცია განმარტავს, მუჰამედ საად ხანდალვიმ მარტში ორჯერ უგულვებელყო სამართალდამცველების გაფრთხილება და რელიგიური შეკრება ჩაატარა დელიში მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა.ხოლო ჩატარებულმა რელიგიურმა შეკრებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მრავალი კლასტერი გააჩინა: მას უკავშირდება 17 შტატში გამოვლენილი ინფიცირების ათასზე მეტ შემთხვევა.

მუჰამედ საად ხანდალვის თავდაპირველად ბრალი კარანტინის წესების დარღვევაში ედებოდა, შემდეგ კი თვითიზოლაციაში ახალი ბრალი წაუყენეს. თავად ბრალდებული ბრალდებას არ ეთანხმება. ღონისძიების ორგანიზატირები ირწმუნებიან, რომ პოლიციასა და მედიკოსებთან თანამშრომლობენ.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 387 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 437 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S