
ნიკა გვარამია: "ზაზა სარალიძე გულის ტკენას არ იმსახურებს"
09/06/2019 20:19:16 ციტატა
"როგორ ჩანს, ზაზას [სარალიძე] გული ეტკინა. ის ამას არ იმსახურებს: მან სამოქალაქო გმირობა აჩვენა [...]რაც არ უნდა მოხდეს, ამ კაცის ეზოში ქვის სროლა არავის ეპატიება... დავანებოთ ზაზას თავი"
განაცხადა "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ "კვირის აქცენტების" ეთერში.
ცნობისთვის: გადაცემის სტუმარი დღეს ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი მისთვის მოღალტის იარლიყი მიკერებას ცდილობს და ამას არავის აპატიებს, ბრძოლა კი არ დასრულებულა.