Accentnews.ge
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 74 000–ს გადააჭარბა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 74 000–ს გადააჭარბა

16/04/2020 18:26:26 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით 125 ადამიანი გარდაიცვალა და 4 801 დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 1 643 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 74 193, გამოჯანმრთელებულია 7 089.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S